ბოიან კრკიჩი - ყველაზე ახალგაზრდა 100–იანი
ბოიან კრკიჩი დღეს "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 100 მატჩიან ნიშნულს მიაღწია "ლა ლიგაში". მეასე შეხვედრის აღნიშვნა მან თავის მხრივ, გოლით განიზრახა. განზრახვა კი განზრახვად არ დარჩენილა და დღეს, ბოაინ კრკიჩმა "ხეტაფეს" კარის ბადის ყურადღებაც დაიმსახურა. კატალონიელი ფეხბურთელი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და მის აქტივში უკვე 100 ჩატარებული შეხვედრაა – ამ ნიშნულთან მიახლოვება ბევრ ვეტერან ფეხბურთელსაც კი უჭირს.
უკვე 20 წელი, 6 თვე და 19 დღეა გასული იქიდან, რაც ამ ქვეყანას ბოიანი მოევლინა და მან უკვე "პრიმერაში" 100 შეხვედრა გამართა. ეს რეკორდი ლეო მესის ეკუთვნოდა. არგენტინელი 21 წლისა და 250 დღის გახლდათ, როდესაც "ლა ლიგაში" მეასე შეხვედრა გამართა.
ბოიანმა პირველი შეხვედრა 2007 წლის 16 სექტემბერს, "ოსასუნას" წინააღმდეგ ჩაატარა. ეს შეხვედრა ფრედ, 0–0 დასრულდა. თავისი პირველი გოლი თავის მერვე შეხვედრაში, "ვილიარეალის" წინააღმდეგ, მატჩის 21–ე წუთზე გაიტანა.
ბოიანმა მოახერხა და მის მიერ ჩატარებულ 100 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა. უკანასკნელი გატანილი გოლი გუშინ დაფიქსირდა. ბოიანმა "ხეტაფეს" წინააღმდეგ, შეხვედრის 50–ე წუთზე გაიტანა, რაც "ბარსას" გამარჯვებაში ძალიან დაეხმარა. ბოიანის ყველაზე შედეგიანი მსხვერპლი "ალმერია" გახლავთ. ამ გუნდის დამწუხრება კრკიჩმა უკვე 5–ჯერ შეძლო. საპატიო მეორე ადგილს კი "ატლეტიკ ბილბაო", 3 გაშვებული გოლით იკავებს.
ბოიანის შედეგები:
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]