ასიერ ვილიალიბრე: მესის კორპუსი ჩავუდგი ის კი გაბრაზდა და სახეში ჩამარტყა
"ბილბაოს" 23 წლის შემტევმა, ასიერ ვილიალიბრემ, ესპანეთის სუპერ თასის ფინალში, "ბარსელონასთან" მატჩში (3-2) 120-ე წუთზე მომხდარ ინცინდენტზე ისაუბრა.
შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ხესუს ხილ მანსანომ, ვილიალიბრესთან უხეშობის შემდგომ "ბარსას" კაპიტანი, ლიონელ მესი მოედნიდან გააძევა.
"არ მსურს ამ საუბრებში ჩავერიო. ყველა გუნდი ჯარიმდება, ისინიც იგივეს აკეთებდნენ. გამარჯვების მთავარი გასაღები - არ დანებდე. მე კორპუსი ჩავუდგი მესის, რათა წინ ვეღარ წასულიყო, ის კი გაბრაზდა და სახეში ჩამარტყა. ვთვლი, რომ ეს აშკარა აგრესიაა.
ძალიან ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, სუპერ თასის მოგება დავიმსახურეთ. ჩვენ აქ ამისთვის ჩამოვედით, არ დავნებდით და გავიმარჯვეთ.",
- ვილიალიბრეს სიტყვებს AS ციტირებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 28 ]