რონალდ კუმანს ერიკ გარსია და მემფის დეპაი სურს - MD
ახლახანს "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი, დროებითი პრეზიდენტი კარლეს ტუსკეტსი და საპრეზიდენტო კანდიდატები - ჟოან ლაპორტა, ვიქტორ ფონტი და ტონი ფრეიშა, "კამპ ნოუს" ოფისში ერთმანეთს შეხვდნენ.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კუმანმა შეხვედრაზე დაახლოებით 45 წუთი დაჰყო. მან საპრეზიდენტო კანდიდატებს ზამთრის ტრანსფერებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გააცნო. ის ფეხბურთელები, რომლების შეძენაც ნიდერლანდელ სპეციალისტს მიმდინარე თვეში სურს, "მანჩესტერ სიტის" ცენტრალური მცველი ერიკ გარსია და "ლიონის" თავდამსხმელი მემფის დეპაი არიან.
გავრცელებული ცნობებით, რონალდ კუმანმა "კამპ ნოუს" ოფისი უკვე დატოვა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]