რონალდ კუმანი მატჩის შემდეგ
კატალონიის "ბარსელონას" ნიდერლანდელმა თავკაცმა, რონალდ კუმანმა "კორნელიასთან" მოგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა:
გოლის გასატანად ბევრი შანსი გვქონდა. ორი პენალტი ვერ გამოვიყენეთ. ამაზე მეტი სათქმელი არაფერია. ეფექტურობა გვაკლდა... ჩვენ "ბარსა" ვართ და ამგვარ მატჩებს საწყის წუთებშივე უნდა ვამთავრებდეთ.
ლეო მესის გარდა პენალტების გამტანი ფეხბურთელი არ გვყავს. ამ ასპექტში ვარჯიში და გაუმჯობესება გვჭირდება. ფეხბურთელებმა, რომელთა დებიუტიც დღეს შედგა, აჩვენეს, რომ ნათელი მომავალი აქვთ.
ასეთი შეხვედრები ჩვენთვის მცირედ დასახარჯია, თუმცა დაკარგვით ბევრს გაკარგვინებს. "კორნელიამ" დიდებული მატჩი ჩაატარა. მეკარე კი საოცარი იყო. აუცილებელია ჩვენს თავებს ვკითხოთ, თუ რატომ დაგვჭირდა კვლავ 120 წუთის განმავლობაში თამაში.
დღევანდელი მატჩით ბედნიერები არ უნდა ვიყოთ.
რიკიმ ბარათი მიიღო და ის სწორედ ამ მიზეზით შევცვალე.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]