"ელჩესთან" თამაშის არბიტრი ცნობილია [სტატისტიკა]
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლა ლიგის მე-20 ტურში "ელჩესა" და "ბარსელონას" შორის გასამართი მატჩის განსასჯელად გამოუცდელი ვალენტინ პისარო გომესი დანიშნა.
ვალენტინ პისარო 39 წლისაა და ლა ლიგაში ის მხოლოდ მეორე სეზონს ატარებს.
"ბარსელონას" შეხვედრაში გომესს მხოლოდ ერთხელ მიუღია მონაწილეობა. ერთი წლის წინ კატალონიელებმა "გრანადას" უმასპინძლეს. კიკე სეტიენის სადებიუტო შეხვედრა "ბლაუგრანამ" 1-0 მოიგო. 69-ე წუთზე, როდესაც ანგარიში ჯერ გახსნილი არ იყო, არბიტრმა "გრანადას" ფეხბურთელი მოდენიდან გააძევა.
"ელჩეს" შეხვედრაში ვალენტინ პისაროს 6-ჯერ უმსაჯია და ექვსივეჯერ მე-2 დივიზიონში. ალიკანტელებს მოგება არ აქვთ. 3 მატჩი ფრედ დასრულდა, 3 კი მეტოქემ მოიგო. ამ 6 მატჩში გომესმა 3 წითელი ბარათი აჩვენა (1 "ელჩეს", 2 მეტოქეს) და 2 თერთმეტმეტრიანი დანიშნა (1 "ელჩეს" სასარგებლოდ, 1 მეტოქის).
ვიდეორეფერი გაცილებით გამოცდილი ხოსე ლუის გონსალეს გონსალესი იქნება, რომელსაც ლა ლიგაში 200-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული.
"ბარსელონას" მატჩში გონსალესს მონაწილეობა 30-ჯერ მიუღია. კატალონიელებმა 21 თამაში მოიგეს, 7 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს. ხოსე ლუისმა 4 წითელი ბარათი აჩვენა და ოთხივე მეტოქეს, დანიშნული 10 თერთმეტმეტრიანიდან კი 6 "ბლაუგრანას" სასარგებლოდ იყო.
"ელჩეს" გონსალეს გონსალესის განსჯილ 13 შეხვედრაში 3 მოგება, 7 ფრე და 3 წაგება დაუგროვდა. ხოსე ლუისმა ალიკანტელებს 1 ფეხბურთელი გაუძევა, მეტოქეს კი 2. დანიშნული 4 თერთმეტმეტრიანი "ელჩესა" და მის მეტოქეებზე თანაბრად ნაწილდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]