სანტი კასორლა: ჩავიმ კარგად იცის, რომ ლა მასიელია, ის მუდამ შეტევის გულშემატკივარი იყო
ესპანეთის ეროვნული ნაკრების ექს-ფეხბურთელი, სანტი კასორლა, რომელიც ამჟამად ჩავის მიერ გაწვრთნილი "ალ სადის" ღირსებას იცავს, ერთ-ერთ ინტერვიუში სწორედ ჩავიზე საუბრობს.
"ჩავიმ კარგად იცის, რომ ლა მასიელია და ის ყოველთვის შეტევის გულშემატკივარი იყო. მას ურჩევნია რისკზე წავიდეს და ბურთი უკნიდან ამოიტანოს. ჩავი ლიდერი გახლდათ, როგორც ფეხბურთელი და ამჟამად ლიდერია, როგორც მწვრთნელი - ეს ყველაზე მთავარია.",
- კასორლას სიტყვებს Football Espana ციტირებს.
ლეგენდარული ჩავი ერნანდესი "ბარსელონას" ღირსებას 1998-2015 წლებში იცავდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]