სხვაობები არ იცვლება

სხვაობები არ იცვლება

 

გუშინ, კატალონიელთა მსგავსად, "რეალ მადრიდმა" "პრიმერას" 29–ე ტურის შეხვედრა გამართა. "მადრიდის" ფეხბურთელები "ვისენტე კალდერონს" სტუმრობდნენ, სადაც თავიანთი თანაქალაქელი "ატლეტიკო მადრიდის" ფეხბურთელები შეეგებნენ და სადაც კიდევ დამატებით სამი ქულის მოპოვება შეძლეს...

 

უკვე "პრიმერას" ზედიზედ 4 თამაშია, რაც მატჩის შემდეგ, მადრიდელთა ნადავლი 3 ქულას შეადგენს. მათი ბოლო დამარცხებული მეტოქე "ატლეტიკო მადრიდი" აღმოჩნდა. "ბარსას" მსგავსად, ჟოზე მაურინიოს შეგირდებმა 2 გოლის გატანა მოახერხეს, ხოლო ვალდესის მსგავსად, კასილიალმა მატჩის მიწურულს საკუთარ კარში გოლიც იხილა.

 

მოგეხსენებათ ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ლეო მესი და კრიშტიანო რონალდო უდგანან სათავეში. ამ ტურში ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხა გოლის გატანა და შესაბამისად ორივე ფეხბურთელს 27 გოლი აქვს გატანილი. მათ შემდეგ ბომბარდირთა დავაში 17 გოლით დავიდ ვილია იწონებს თავს, ხოლო როსისა და ლორენტეს 15–15 გატანილი გოლით შეუძლიათ იამაყონ.

 

გათამაშების თავში მოქცეულმა 2–მა გუნდმა შეხვედრები გამართა. ორივემ გაიმარჯვა, მათ შორის სხვაობა კი კვლავ ხუთი ქულაა. "კლასიკომდე" კიდევ 2 ტურია დარჩენილი. მადრიდელები "სპორტინგ ხიხონთან" და "ატლეტიკ ბილბაოსთან", ხოლო კატალონიელები "ვილიარეალთან" და "ალმერიასთან" გამკლავებას შეეცდებიან. ვნახოთ, რა მოხდება...

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.