ფრეიშამ საკუთარი გუნდის მიერ ორგანიზებულ კვლევაში, ხმებით ლაპორტას აჯობა
"ბარსას" პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ტონი ფრეიშამ სოციალური ქსელების მეშვეობით, ბარსელონაში მცხოვრებ მხარდამჭერებს შორის კვლევა ჩაატარა.
დასკვნის თანახმად, გამოკითხვაში მონაწილეთა ხმების 42% ფრეიშას გუნდმა მიიღო. მე-2 პოზიციაზე გავიდა ჟოან ლაპორტა (32%), ხოლო მესამეზე - ვიქტორ ფონტი (17%). მონაწილეთა 9%-მა აზრის დაფიქსირებაზე უარი განაცხადა.
საინტერესოა, რომ Mundo Deportivo-ს მიერ ჩატარებულ კვლევას რადიკალურად განსხვავებული შედეგები მოჰყვა.
გამოკითხულთა 55.2% ხმას ლაპორტას აძლევს, 16,4% ფონტს, ხოლო 6,2% ფრეიშას.
შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანაში" საპრეზიდენტო არჩევნები 7 მარტს ჩატარდება. პოსტისათვის ზემოხსენებული სამი კანდიდატი იბრძვის.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]