ბარსელონა და რეალი სოციალურ ქსელებში ლიდერობენ
Deloitte Football Money League, რომელიც სხვადასხვა ასპექტის მიხედვით კლუბების რეიტინგს გვთავაზობს, ამჟამად იმ გუნდების ხუთეულს აქვეყნებს, რომლებსაც სოციალურ ქსელებში ყველაზე მეტი მიმდევარი ჰყავთ.
მონაცემები 2020 წლის ჩათვლითაა შედგენილი და ასე გამოიყურება:
1. „რეალი“
მადრიდელებს სოციალური ქსელების მასშტაბით 251.5 მილიონი მიმდევარი ჰყავთ. აქედან, 110.9 მილიონი – Facebook-ზე, 94.5 - Instagram-ზე, 35.7 - Twitter-ზე, 6.2 - YouTube-ზე, 4.2 კი Tik Tok-ზე მოდის.
2. „ბარსელონა“
„ბარსას“ მიმდევართა რაოდენობა 248 მილიონს შეადგენს. რომელთა უმეტესობა (103.2) Facebook-ზე გვევლინება, შემდეგ კი მოდიან - Instagram (92.5), Twitter (35), YouTube (10.7) და Tik Tok (6.6).
3. „მანჩესტერ იუნაიტედი“
ინგლისური გრანდი 140.8 მილიონი გულშემატკივრით მესამე ადგილს იკავებს. ქომაგთა მასა შემდეგ ქსელებზეა გადანაწილებული: 73.4 – Facebook, 38.5 – Instagram, 24 – Twitter, 3.6 – YouTube და 1.2 – Tik Tok.
4. „იუვენტუსი“
„ბებერ ქალბატონს“ 102.9 მილიონი გამომწერი ჰყავს, მათგან 43.5 მილიონი Facebook-ის მიმდევარია, 45.6 – Instagram-ის, 8.7 – Twitter-ის, 3.1 – YouTube-ის, ხოლო Tik Tok 2 მოლიონით ბოლოზეა.
5. „ჩელსი“
ხუთეულს ლონდონური კლუბი ასრულებს, რომელსაც ჯამში 93.2 მიმდევარი ჰყავს - 48.6 მილიონის რჩეული Facebook-ია, 24.8 მილიონს Instagram ურჩევნია, 15.8 მილიონი ცნობებს Twitter-ზე ეცნობა, 2.5 YouTube-ზე იყრის თავს, 1.5 კი თავის საყვარელ გუნდს Tik Tok-ზე აკვირდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]