დღის გოლი - ზლატან იბრაჰიმოვიჩი
"ბარსელონას" Twitter-ის ოფიციალური გვერდი დღის გოლად ამჯერად ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ "ხერესის" კარში გატანილ ბურთს ასახელებს.
ლა ლიგის 2009/10 წლების სეზონის მე-15 ტურის მატჩში "ბლაუგრანამ" "ხერესთან" სტუმრად ითამაშა და 2-0 მოიგო. მეორე გოლი კატალონიელთა მაშინდელმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა.
შვედი შემტევი "ბარსელონაში" 2009-11 წლებში ირიცხებოდა, რის შემდეგაც მან "მილანში", "პარი სენ-ჟერმენში", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლოს ანჯელეს გელექსიში" ითამაშა. 39 წლის ფეხბურთელი, ამჟამად, ისევ "მილანში" ასპარეზობს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]