ბარსელონასა და ბილბაოს დაპირისპირებაში მატეუ ლაოსი იმსაჯებს
კატალონიის "ბარსელონა" 31 იანვარს, პრიმერა დივიზიონის ეგიდით, "ბილბაოს" დაუპირისპირდება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი მსაჯი ვალენსიელი მატეუ ლაოსი იქნება.
რაც შეეხება VAR-ის ოთახს, ლაოსს ვიდეორეფერის ოთახიდან ხოსე ლუის მუნუერა მონტერო დაეხმარება.
უკანასკნელად მატეუმ "ბარსასა" და "ოსასუნას" დაპირისპირებაში იმსაჯა, შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით, 4-0 დასრულდა.
"ბილბაოსათვის" ლაოსმა სასტვენი "გრანადასთან" მატჩში ჩაიბარა, სადაც ბასკები ანგარიშით, 0-2 დამარცხდნენ.
ზემოხსენებულ მსაჯს ჯამში, "ბლაუგრანას" 40 შეხვედრაში უმსაჯია, საიდანაც, 28 სწორედ ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, 8 ფრედ, ხოლო 4 - წაგებით.
კარიერის განმავლობაში, ლაოსს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებიდან 6 მოთამაშე გაუძევებია: ვილია, ჟორდი ალბა, რაკიტიჩი, დემბელე, არაუხო და ადრიანო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]