დე იონგი ახალ პოზიციაზე თამაშით უფრო დიდ სიამოვნებას იღებს - ჯოს ბოჯერსი
ფრენკი დე იონგი, ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად მონდომებული ჩანს. ნიდერლანდელი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება, რასაც მისი ყოფილი მწვრთნელი, ჯოს ბოჯერსი აფასებს.
ჯოსთან ერთად ფრენკი "ვილემ II-ში" თამაშისას მუშაობდა.
"დე იონგი დაცვით ფუნქციებს ბავშვობაშიც ვერ ითვისებდა. მას კარგად ვიცნობ და ვხედავ, რომ შემტევი ნახევარმცველის ამპლუის მორგების შემდეგ, თამაშით ბევრად მეტ სიამოვნებას იღებს.
ფრენკი გოლებს პატარაობაშიც იტანდა, თუმცა არა - ბევრს. ნიდერლანდელი პასებში, დრიბლინგში და ასისტებში იდეალურად გამოიყურებოდა... თუმცა, დარტყმა კარგი არასდროს ჰქონია.
"ბარსაში" გატარებული პირველი სეზონი მისთვის კლუბთან, კულტურასთან, ფეხბურთელებთან ადაპტაციის პერიოდი იყო. ახლა მას საუკეთესო მომენტი აქვს.
შეგახსენებთ, რომ დე იონგმა ბოლო 7 შეხვედრაში გოლით თავი 4-ჯერ გამოიჩინა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]