ჟუნიორ ფირპო შეტევაში არაპროდუქტიულია
ჟუნიორ ფირპოს მიმართ ბოლო შეხვედრის შემდეგ გარკვეული სახის კრიტიკამ იმატა.
დომინიკელი ფეხბურთელი MD-ის გამოცემამ შეტევაში პროდუქტიული თამაშით ვერ გამოარჩია და ამის მტკიცებულებად კოპა დელ რეის 1/4 ფინალში დაფიქსირებული უსუსური სტატისტიკა მოიშველია.
"ბარსას" 24 ნომერმა მადრიდულ გუნდთან 15 არაზუსტი გადაცემა შეასრულა და ბურთი 20-ჯერ დაკარგა.
ფირპო "ბლაუგრანას" დატოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. თუმცა, მის წასვლას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე უნდა ველოდოთ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]