უსმან დემბელეს კონტრაქტის გახანგრძლივება სურს
უსმან დემბელეს "ბარსელონასთან" მოქმედი ხელშეკრულების გახანგრძლივება უნდა და ამ სურვილით კატალონიურ კლუბს უკვე მიმართა, წერს Sport.
დემბელე მიიჩნევს, რომ გუნდის მნიშვნელოვანი წევრია და თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. ის მოლაპარაკებების დაჩქარებას არ აპირებს და თანახმაა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივების გადაწყვეტილება ახალმა პრეზიდენტმა მიიღოს, რომელიც "ბარსას" სათავეში მარტიდან ჩაუდგება.
მიმდინარე სეზონში ფრანგი თავდამსხმელის ანგარიშზე 21 შეხვედრაში 6 გოლია.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, უსმან დემბელეს დამატების სურვილი "მანჩესტერ იუნაიტედს" აქვს. ინგლისელები ტრანსფერზე იმ შემთხვევაში იმუშავებენ, თუ "დორტმუნდის" შემტევის, ჯეიდონ სანჩოს შეძენას ვერ მოახერხებენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]