ემერსონს მხოლოდ "ბარსელონაში" თამაში სურს
"ბარსელონადან" "ბეტისში" განათხოვრებულ ემერსონს იჯარის ვადა ეწურება და შემდეგ სეზონში, სავარაუდოდ, კატალონიურ კლუბში ითამაშებს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 22 წლის ბრაზილიელი მარჯვენა მცველი სხვა კლუბში ტრანსფერზე არ ფიქრობს და მხოლოდ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში თამაში სურს. დაინტერესებულ "პარი სენ-ჟერმენს" მის შესაძენად, ჯერ-ჯერობით, ნაბიჯი არ გადმოუდგამს.
როგორც მოგეხსენებათ, ემერსონს "ბარსელონაში" ჯერ არც კი უთამაშია. კატალონიელებმა ის "ატლეტიკო მინეიროდან" შეიძინეს და პირდაპირ "ბეტისში" გაანათხოვრეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]