გრანადა-ბარსელონა - შემადგენლობა ცნობილია
ესპანეთის თასის 1/4-ფინალში "გრანადასთან" გასამართი მატჩისთვის "ბარსელონას" შემადგენლობა ცნობილია.
"ბლაუგრანას" სასტარტო შემადგენლობა ასეთია:
ტერ შტეგენი, ს. რობერტო, არაუხო, უმტიტი, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, ტრინკაუ, მესი, გრიზმანი.
ესპანეთის თასზე ამჯერად კატალონიელთა კარს ტერ შტეგენი დაიცავს, ნეტუ კი სათადარიგოთა შორის დარჩება.
ძირითადში დაახლოებით ორთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ახალგამოჯანრთელებული სერჟი რობერტო, რომელიც დაცვის მარჯვენა ფლანგს დაიკავებს.
დაცვის ცენტრში, "ბილბაოსთან" მატჩის მსგავსად, კვლავ რონალდ არაუხო და სამუელ უმტიტი ითამაშებენ, მარცხენა ფლანგზე კი ჟორდი ალბას ვიხილავთ.
სასტარტოში დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ დაბრუნდა სერხიო ბუსკეტსი.
ესპანეთის თასზე ძირითადში ითამაშებს კვლავ ფრანსიშკუ ტრინკაუ.
შეხვედრა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]