საბალეტა: "სიტი" საუკეთესო ადგილია მესისთვის, სადაც "ბარსელონას" შემდეგ შეუძლია გადავიდეს
"მანჩესტერ სიტისა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, პაბლო საბალეტამ, ბრიტანულ პრესასთან ინტერვიუში "ბარსას" კაპიტნის, ლიონელ მესის მომავალზე ისაუბრა.
თუ ლიონელი "ბარსელონას" დატოვებას გადაწყვეტს და თამაშს საუკეთესო ლიგაში მოინდომებს, მაშინ ის ინგლისის პრემიერ ლიგაში უნდა გადავიდეს. ლეო ლა ლიგაში დიდი ხანია თამაშობს და მე ვფიქრობ, რომ ინგლისური ფეხბურთის გასინჯვა მისთვის უდიდესი სიამოვნება იქნება. ალბათ მესის შეძენით "პარი სენ-ჟერმენი" და "იუვენტუსიც" დაინტერესდება, მაგრამ "მანჩესტერ სიტი" საუკეთესო ადგილია მისთვის, სადაც "ბარსელონას" შემდეგ შეუძლია გადავიდეს."
- საბალეტას სიტყვებს Mirror ციტირებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]