მარკო ვერატის ყოფილი აგენტი "ბარსელონაში" ჩაშლილ ტრანსფერს იხსენებს
"პარი სენ-ჟერმენის" იტალიელი ნახევარმცველის, მარკო ვერატის, ყოფილი აგენტი, დონატო დი კამპლი, ფეხბურთელის "ბარსელონაში" ტრანსფერის ჩაშლის შესახებ საუბრობს.
2016 წლის ზაფხულში, ვერატის "კამპ ნოუზე" გადაბარგება სურდა, თუმცა პარიზელებმა მისი შენარჩუნება შეძლეს.
როდესაც ვერატიმ "ბარსაში" გადასვლა გადაიფიქრა, პსჟ-მა მას ასეთი წინადადება შესთავაზა: "გაახანგრძლივე ხელშეკრულება, ჩვენ მოვიყვანთ ნეიმარს, თუმცა ერთი პირობით - შენი აგენტი უნდა გაუშვა."
მოლაპარაკებების დასაწყებად, ბართომეუმ ნასერ ალ-ხელაიფის დაურეკა, თუმცა მას არ უპასუხია, თავაზიანი უარიც კი არ უთქვამს.
- ამბობს კამპლი L'Equipe-თან ინტერვიუში.
დღეს, თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე, ვერატი "ბარსელონას" დაუპირისპირდება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]