ვენგერი: თუ მბაპეს და კინის წინააღმდეგ თამაშობ და არ გაქვს ძალა, არ გაქვს შანსიც
ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, BeIn Sports-თან ინტერვიუში "ბარსელონას" გუშინდელი მარცხის (1-4) მიზეზებზე ისაუბრა.
მათ ძალა არ აქვთ. არ არის ტემპი. მარადონა ძალიან პატარა იყო, მაგრამ ჰქონდა ძალა. დღეს ვიტყოდი, რომ გუნდში პედრი და პუჩი მოვიდნენ, მაგრამ მათ ძალა არ აქვთ. როდესაც კილიან მბაპესა და მოიზე კინის წინააღმდეგ თამაშობთ და ძალა არ გაქვთ, ესე იგი შანსიც არ გაქვთ.
- განაცხადა ვენგერმა.
"კამპ ნოუზე" გამართული შეხვედრა "პარი სენ-ჟერმენის" გამარჯვებით დასრულდა, პარიზელთა მხრიდან კი გოლები სწორედ მბაპემ (3) და კინმა გაიტანეს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]