"ბარსელონა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზაფხულში ჩავის დანიშვნას აპირებს

"ბარსელონა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზაფხულში ჩავის დანიშვნას აპირებს

უახლოეს მომავალში "ბარსელონაში" მთავარი მწვრთნელის პოსტზე რონალდ კუმანის შემცვლელად ჩავი ერნანდესი განიხილება, აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი ნიკოლო სკირა საკუთარი Twitter-ის გვერდზე ავრცელებს. 

41 წლის ჩავი ამჟამად "ალ სადის" მთავარი მწვრთნელია, თუმცა ლეგენდარულმა ესპანელმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ "ბარსელონას" გაწვრთნა სურს. როგორც მოსალოდნელია, ის "ბლაუგრანას" ზაფხულში ჩაიბარებს. 

ჩავი "ბარსელონაში" ფეხბურთელის ამპლუაში 1998-2015 წლებში თამაშობდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 20 თებერვალი 2021 16:07
    0
    მერე მზად არის ამისთვის, ცოტა დამთმობი ხო არ არის, მე მგონი მწვრთნელი უნდა გავდეს პეპს, კლოპს, მოურინიოს და რავიცი ეს ერ ახალგაზრდაა მაინც. გაბედავს კარდინალურ ცვლილებებს რაც პეპმა გააკეთა ბარსაში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 18 თებერვალი 2021 20:09
    0
    უშველის ჩავი ბარსას? 50/50
    ჯერ არჩევნებიც არ ჩატარებულა და საიდან იციან? ფონტი გასაგებია, მაგრამ საიდან იციან ლაპორტა მოიყვანს თუ არა?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 18 თებერვალი 2021 17:00
    2
    ეს მოხდება სეზონის ბოლოს, მანამდე არ მგონია
    კუმანი 2-3 ახალგაზრდას დააწინაურებს მანამდე
    იქნება ჰალანდი მოიყვანოს ლაპორტამ, მკვლელი, დამსჯელი 9-იანი
    ფიზიკას მიაქცევს ყურადღებას ჩავი, ბურთით ხანგძლივად მაღალ ტემპში თამაშს, მაღლა პრესინგს და მოწინააღმდეგისათვის ბურთის დამალვებს
    becool
    სტუმარი [?]
    #10 18 თებერვალი 2021 15:40
    1
    მესიმ უნდა დატოვოს კლუბში და წავიდეს სიტიში.
    ხავის და მის გარეშე ჩვენ ლიგის მომგები აღარ ვართ, კიდევ მინიმუმ 3 წელი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 18 თებერვალი 2021 14:16
    3
    ნეტა ვინ აპირებს ძაან მაინტერესებს ლაპორტამ არაო ჯერო და სხვა ხდება ვინმე პრეზიდენტი?
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #8 18 თებერვალი 2021 14:03
    3
    იქამდე ტრანსფერები გაუკეთონ, და ეს ბებრები გაყაროს ლაპორტამ თორემ დავიღუპებით
    ფანი [?]
    #7 18 თებერვალი 2021 13:05
    3
    ციტატა: ჯერემი რენერი
    უბრალოდ წარმოიდგინეთ: ჩავი მწვრთნელი, ლაპორტა პრეზიდენტი, მოტივირებული მესი..
    ტიკი-ტაკას დაბრუნება.. ლეგენდების დაბრუნება კლუბში ვალდესი-პუიოლი

    ჯერემი კარგი ბიჭია მაგრამ რობერტ დაუნი ბევრად სიმპათიურია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 18 თებერვალი 2021 13:04
    5
    მე პირადად არ მექნება იმედი რომ მოსვლითანავე მოგვაყრის ტიტულებს, თუმცა არაფერია გამორიცხული. მოვიდეს და თუნდაც სამი წელი მოანდომოს გუნდის აწყობას, ოღონდ ააწყოს და დააბრუნოს ბარსა კუთვნილ სიმაღლეზე. კუმანის ფართხალს და კიდე მწვრთნელების ცვლას ჯობია ბარემ დაიწყოს ამან.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #5 18 თებერვალი 2021 12:58
    0
    მე პირადად ვეთანხმები ამის მოსვლას მწვრთნელად კუმანის ადგილზე მასთან ერთად პუიოლის და ვალდესის მოყვანას,ინიესტას ვარიანტიც კარგი იქნებოდა.რაც მეტი ძველი და ნაცნობი სახე იქნება ბარსელონაში მით უკეთესი.
    gecheche
    სტუმარი [?]
    #4 18 თებერვალი 2021 12:50
    1
    ჯობია ეს მოვიდეს და ორი წელის მოუნდეს გუნდის შექმნას ვიდრე კუმანი დარჩეს არაა ტაქტიკოსი ეს კუმანი და მოკალით თუ გინდათ ერთი რაც გააკეთე გასახდრლში ასეთუისე მოაგვარა სიტუაცია და ახალი თაობა დააწინაურა ძირითად გუნდში რითიც საფუძველი შეუქმნა ჩავის მომავალ გუნდს და გაუადვილა ძირითადი ბირთვის შექმნა და ვნახეთ ჩვენც ვის რა შეუძლია და რას წარმოადგენს ვინ უნდა იყოს მომავალში ძირითადში და ვინ არის გასაგდები საერთოდ გუნდიდან არააქ მნიშვნელობა ბუსკეცი იქნება რობერტო თუ მესი
    ჯერემი რენერი
    სტუმარი [?]
    #3 18 თებერვალი 2021 12:45
    2
    ციტატა: Kaka
    პუიოლის ნაირები სამწვრთნელო შტაბში ძაან გვჭირდება ერთი რო დაუყვიროს და ტრაკი გაანძრევინოს ფეხბურთელებს.

    ჩავის თანაშემწედ ინიესტა გვარდიოლა-ვილანოვას ანალოგი იქნებოდა
    ფანი [?]
    #2 18 თებერვალი 2021 12:40
    0
    ციტატა: ჯერემი რენერი
    უბრალოდ წარმოიდგინეთ: ჩავი მწვრთნელი, ლაპორტა პრეზიდენტი, მოტივირებული მესი..
    ტიკი-ტაკას დაბრუნება.. ლეგენდების დაბრუნება კლუბში ვალდესი-პუიოლი

    პუიოლის ნაირები სამწვრთნელო შტაბში ძაან გვჭირდება ერთი რო დაუყვიროს და ტრაკი გაანძრევინოს ფეხბურთელებს.
    ჯერემი რენერი
    სტუმარი [?]
    #1 18 თებერვალი 2021 12:37
    3
    უბრალოდ წარმოიდგინეთ: ჩავი მწვრთნელი, ლაპორტა პრეზიდენტი, მოტივირებული მესი..
    ტიკი-ტაკას დაბრუნება.. ლეგენდების დაბრუნება კლუბში ვალდესი-პუიოლი