ხულიო სალინასი: ბართომეუმ ფერარი ჩაიბარა და ჯართად აქცია
"ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა ხულიო სალინასმა AS-თან ინტერვიუში ჟოზეპ მარია ბართომეუსა და მისი მმართველობის პერიოდში კლუბის აშკარა რეგრესზე ისაუბრა.
"ჟოზეპ მარია ბართომეუმ ფერარი ჩაიბარა და ჯართად გადააქცია."
"წინა ხელმძღვანელობამ ყველაფერი აურია და ახლა ფინანსური კუთხით დიდი აურზაურია გაჩენილი. 2015 წელს ტრიპლეტის მოგების შემდეგ კლუბს ფაქტობრივად არაფერი მოუგია, სამაგიეროდ ბევრი სამარცხვინო მარცხი იწვნია."
"მომავალიც მძიმედ მოჩანს. მესი, შესაძლოა, "სიტიში" ან პსჟ-ში წავიდეს. სერხიო ბუსკეტსი და ჟერარ პიკეც ვერ გაახალგაზრდავდებიან. ჩვენ გვრჩება ძალიან ახალგაზრდა თაობა და განულებული ბიუჯეტი. ეს ყოველივე აშკარად ძნელად გადასატან მომავალს წარმოგვისახავს."
ესპანელი სალინასი "ბარსას" შემადგენლობაში 1988-1994 წლებში თამაშობდა. მან 203 შეხვედრაში 77 გოლის გატანა მოახერხა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]