ბარსელონა-კადისი - მადლობა "ლევანტეს" | მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-კადისი - მადლობა "ლევანტეს" | მატჩისწინა მიმოხილვა

"როდესაც ერთი კარი იხურება, მეორე იღება" - უამრავ არაფრისმომცემ გამონათქვამს შორის ესეც გაგონილი გექნებათ.

იმ დროს, როდესაც ჩემპიონთა ლიგის კარი ძალიან უხეშად მოგვიჯახუნეს, დიდი ხნის წინ ჩარაზული ლა ლიგის კარი ცოტათი შეიღო.

ისე მოხდა, რომ ლა ლიგის არეული კალენდრის გამო ლიდერი "ატლეტიკო" "ლევანტეს" 4 დღეში 2-ჯერ დაუპირისპირდა. პირველ მატჩში მასპინძელმა ვალენსიელებმა ხელი ქულას გამოჰკრეს და ესეც გმირობად შეფასდა, გუშინ კი "ბაყაყები" მადრიდს ეწვივნენ და დიეგო სიმეონეს გუნდი საერთოდ უქულოდ დატოვეს.

"ატლეტიკომ" ლა ლიგის ბოლო 4 თამაშიდან ქულები სამში დაკარგა, აქედან 2-ჯერ საკუთარ კედლებში. 2 კვირის წინ ასეთ საჩუქარზე ვერც კი ვიოცნებებდით და ამ საჩუქრის ხელიდან გაშვება არ შეიძლება!

"ატლეტიკოს" წინ რთული კალენდარი ელის, "ბარსას" კი ზედიზედ 2 მარტივი საშინაო შეხვედრა. თუ დღეს პირველ მათგანში "ლევანტესთან" მოვიგეთ, "როხიბლანკოსთან" ჩამორჩენა 6 ქულამდე შემცირდება, ეს კი საჩემპიონო ბრძოლაში დაბრუნებას ნიშნავს.

სათამაშო ფორმა

ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში სულ 2 გუნდია, რომლებსაც 2021 წელს ჯერ ქულაც არ დაუკარგავთ - "მანჩესტერ სიტი" (10 მოგება) და "ბარსელონა" (7 მოგება).

"ბლაუგრანამ" წელს ყველა ტურნირზე წააგო, ლა ლიგის გარდა. რონალდ კუმანის გუნდმა ესპანეთის სუპერ თასის ფინალი დათმო; ქვეყნის თასის 1/2 ფინალის პირველი თამაში "სევილიასთან" 0-2 წააგო საქმე ძალიან გაირთულა; ჩემპიონთა ლიგაზე კი პსჟ-სთან საკუთარ კედლებში განადგურდა (1-4). ლა ლიგაში კი "ბარსასთან" ქულის ამღებიც კი არავინ გამოჩნდა. ამის უმთავრესი მიზეზი ალბათ ისაა, რომ კუმანის გუნდი ამ ტურნირზე წელს ძლიერ მეტოქეს ჯერ არ შეხვედრია, თუმცა არც დღეს შეხვდება.

თუ "ბარსელონას" ჩემპიონატში საუკეთესო სერია აქვს, "კადისი" ყველაზე ცუდ სერიას "ხეტაფესთან" იყოფს - ზედიზედ 4 წაგება. ანდალუსიელებმა წელს მხოლოდ ერთხელ მოიგეს.

"კადისმა" მიმდინარე გათამაშება ძალიან კარგად დაიწყო და სეზონის სტარტზე ზედიზედ 4 გასვლითი თამაში მოიგო (ერთხელ "რეალთან") და ყველა მათგანი მშრალად. მას შემდეგ ჩატარებულ 7 გასვლით შეხვედრაში კი ალვაროს გუნდმა მხოლოდ 2 ქულა აიღო.

დანაკლისი

"ბარსელონას" განაცხადი ცნობილი გუშინ გახდა. კატალონიელებს რონალდ არაუხო, ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო და სერჟი რობერტო ვერ დაეხმარებიან. განაცხადში კვლავ მოხვდა სასწაულებრივად 3 თვეზე ნაკლებ დროში გამოჯანმრთელებული ჟერარ პიკე. 34 წლის ესპანელის კარიერის პიკმა დიდი ხანია გაიარა, მაგრამ დაცვის ცენტრში თამაშის გამოსწორების საქმეში ყველაზე მეტად მაინც მისი გვეიმედება.

"კადისი" "ბარსელონას" სერიოზული პრობლემით ეწვია. გუნდის მთავარმა ცენტრალურმა მცველმა, ხუან კალამ ყვითელი ბარათების ლიმიტი ამოწურა და დღეს ის დისკვალიფიცირებულია. ტრავმების გამო განაცხადს მიღმა დარჩნენ მარჯვენა მცველი კარლოს აკაპო და ცენტრალური ნახევარმცველი აუგუსტო ფერნანდესი, მაგრამ არცერთი მათგანის არყოფნა დიდი დანაკლისი არაა. სამაგიეროდ დიდი ძალაა დანიელი ნახევარმცველი იენს ჯონსონი, რომელიც განაცხადში კი მოხვდა, მაგრამ მისი მოედანზე ხილვა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა. არადა, ალვარო ნახევარდაცვაში მას ყველაზე მეტად ენდობა. მის მსგავს სიტუაციაშია კიდევ ერთი ნახევარმცველი ალექს ფერნანდესი.

ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდებს შორის პირველ წრეში გამართული შეხვედრა "კადისმა" 2-1 მოიგო, რაც "ბარსელონასთან" მისი მხოლოდ მე-3 გამარჯვება გამოდგა. დანარჩენი 22 შეხვედრიდან 19 "ბარსამ" მოიგო, ხოლო 3 ფრედ დასრულდა.

"კამპ ნოუზე" "კადისს" არასდროს მოუგია. 12 თამაშიდან პირველში (1978 წელს) ანდალუსიელებმა ფრედ ითამაშეს, დანარჩენი 11 კი დათმეს.

არბიტრი

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მატჩის განსასჯელად 38 წლის ხუან მარტინეს მუნუერა მიავლინა, რომლის კარიერაშიც ყველაზე კარგი შედეგი "ბარსელონას" აქვს - 25 თამაშში 18 მოგება (72%), 3 ფრე (12%) და 4 მარცხი (16%).

"ბლაუგრანას" შეხვედრებში მუნუერამ 3 წითელი ბარათი აჩვენა და სამივე მეტოქე გუნდის ფეხბურთელს, 7 თერთმეტმეტრიანიდან კი 5 კატალონიელთა სასარგებლოდ დაიდო. თუმცა დანარჩენი ორიდან ერთი იყო მიმდინარე სეზონში გამართულ "ელ კლასიკოში", ლანგლესა და რამოსის ინციდენტის დროს დანიშნული პენალტი.

"კადისის" შეხვედრაში ხუან მარტინესს მხოლოდ ერთხელ უმსაჯია. თამაში, რომელშიც არც გაძევება გვინახავს და არც თერთმეტმეტრიანი, ანდალუსიელთა გამარჯვებით დასრულდა.

საინტერესო ფაქტები

  • ბოლო 3 თამაშში "კადისი" 4 გოლს უშვებდა;
  • "კადისს" წაგებათა 4 მატჩიანი სერია აქვს;
  • "ბარსელონას" ლა ლიგაში ბოლო 7 თამაში მოგებული აქვს;
  • "კადისის" მიერ ლა ლიგაში ჩატარებულ ბოლო 6 თამაშში მინიმუმ 3 გოლი გადიოდა;
  • ლა ლიგის ბოლო 7 თამაშიდან ექვსში "ბარსამ" პირველი ტაიმიც მოიგო და თამაშიც;
  • ლა ლიგის ბოლო 6 თამაშში "ბარსელონას" მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა;
  • "კადისმა" "ბარსელონასთან" მატჩში კარი მშრალად ბოლო 1991 წელს შეინახა, როდესაც 4-0 მოიგო;
  • "კამპ ნოუზე" "კადისს" კარი მშრალად არასდროს შეუნახავს;
  • ბოლო 7 მატჩში "ბარსელონამ" კარის მშრალად შენახვა ვერ მოახერხა;
  • "ბარსელონას" ბოლო 7 თამაშიდან ექვსში მინიმუმ 3 გოლი გადიოდა;
  • "ბარსელონას" ბოლო 7 თამაშიდან ექვსში გოლი ორივე გუნდს გაჰქონდა;
  • "ბარსელონას" ბოლო 5 თამაშიდან ოთხში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • "ბარსელონას" ბოლო 8 თამაშიდან ექვსში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • ბოლო 9 მატჩში "კადისმა" კარის მშრალად შენახვა ვერ მოახერხა;
  • ბოლო 6 თამაშიდან ხუთში "კადისმა" მეტოქეს ანგარიშის გახსნის საშუალება მისცა;
  • ბოლო 5 თამაშიდან ოთხში "კადისმა" პირველი ტაიმი წააგო;
  • "კადისის" ბოლო 7 თამაშიდან ხუთში გუნდებმა 10 ან ნაკლები კუთხური მოაწოდეს.

რონალდ კუმანი მატჩის წინ

მარცხის შემდეგ კარგია, რომ თამაში გვაქვს, რათა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია უკეთესები ვიყოთ. ლა ლიგაში წინ კარგად მივიწევთ და ასე უნდა გავაგრძელოთ. უნდა ვაჩვენოთ, რომ დიდი ამბიციები გვაქვს.

კუმანის კომენტარი სრულად.

სავარაუდო შემადგენლობები

WhoScored

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დესტი, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, ტრინკაუ, მესი, დემბელე.

კადისი (4-4-2): ლედესმა, ისა, ალკალა, მაურო, ესპინო, სანჩესი, ჯონსონი, ფალი, პერეა, ლოსანო, ნეგრედო.

SofaScore

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დესტი, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, მესი, გრიზმანი, დემბელე.

კადისი (4-4-2): ლედესმა, ისა, ალკალა, მაურო, ესპინო, სალვი, ფალი, გარიდო, პერესა, ლოსანო, ნეგრედო.

Marca

ბარსელონა: ტერ შტეგენი, დესტი, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, დემბელე, გრიზმანი, მესი.

კადისი: ლედესმა, ისა, მაურო, ალკალა, ესპინო, ჯონსონი, ფალი, ალექსი, პერეა, ნეგრედო, ლოსანო.

Sport

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მინგესა, პიკე, ლანგლე, ალბა, პიანიჩი, დე იონგი, პედრი, დემბელე, მესი, გრიზმანი.

კადისი (4-4-2): ლედესმა, ისა, მაურო, ალკალა, ესპინო, ფალი, ხოსე მარი, ალეხო, პერეა, სობრინო, ნეგრედო.

პროგნოზი

  • WhoScored: 3-1
  • Sportskeeda: 2-0
  • Sportsmole: 3-0
  • Squawka: 3-1

ტრანსლაცია

თამაში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 1 და Silksport.ge გთავაზობთ.

კომენტარებში დაწერეთ, რა კომპონენტის დამატებას ისურვებდით მატჩისწინა მიმოხილვებში და დავამატებთ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Bobi
    სტუმარი [?]
    #3 21 თებერვალი 2021 14:44
    0
    დღეს მაინც უნდა მოვუგოთ, შურია საძიებელი იმ დაკარგული სამი ქულის გამო. პრინციპში ლანგლეა მოსაშორებელი კადისი რა შუაშია, მან აჩუქა სამი ქულა პირადად 😁
    დამატებას რაც შეეხება, არ ვიცი, მე პირადად ძალიან მომწონს ამ ტიპის მიმოხილვა. ერთადერთი, ვფიქრობ ჯარიმების საშუალო ოდენობა რომ
    დაემატოს ალბათ ბევრს დააინტერესებს. გვეცოდინება რამდენად უხეშ გუნდთან გვაქვს საქმე და როგორი ტემპით წავა დაახლოებით თამაში. ან გუნდის ბომბარდირი ვინაა და ვისი გვეშინიდეს ამ დაცვის ფონზე 😆💙❤️❤️
    ცხადია თქვენ უკეთ იცით თქვენი საქმე, რომ ეწერა იმიტომ გავბედე, თორემ დარწმუნებული ვარ ჩემი შესასწორებელი არაფერი გაქვთ 😀💙❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 21 თებერვალი 2021 13:31
    0
    ჩვენც ლევანტეს ვეთამაშებით დღეს? 🤔
    ANSU FATI 10
    სტუმარი [?]
    #1 21 თებერვალი 2021 12:18
    3
    კუმან გთხოვ ბრეითუეითის თამაშს არ გვაყურებინო გთხოოოოვ.