ტონი ფრეიშა ჰოლანდისა და მბაპეს ტრანსფერზე: ეს აბსოლუტურად რეალურია
"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატმა, ტონი ფრეიშამ, კილიან მბაპეს (პსჟ) და ერლინგ ჰოლანდის ("დორტმუნდი") ტრანსფერის შანსები შეაფასა.
2021/2022 სეზონისთვის ჩვენ ორი პროდუქტიული შემტევი ფეხბურთელისა და მაღალი კლასის მცველის ტრანსფერის ინვესტირებას ვგეგმავთ. ჩემი მთავარია გზავნილია, ბარსელონას უნდა ჰყავდეს კონკურენტული გუნდი, რომლის ნახვაც გულშემატკივრებს სურთ.
მბაპე და ჰოლანდი? მე ვერ ვისაუბრებ მოთამაშეებზე, სანამ მათთან ხელშეკრულება არ გაფორმდება, ეს საუკეთესო სტრატეგია არ არის, მსგავს შემთხვევაში შესაძლოა სხვა კლუბებმა მოლაპარაკებები ჩაშალონ.
ეს ტრანსფერები აბსოლუტურად რეალურია. "ბარსელონამ" ისეთი მოთამაშეები უნდა მოიწვიოს, რომლებსაც ცვლილებები შეუძლიათ.
- ფრეიშას სიტყვებს Diario Sport ციტირებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]