რონალდ კუმანი უპირატესობას პიკე-არაუხოს დუეტს ანიჭებს
სეზონის დარჩენილი ნაწილის განმავლობაში რონალდ კუმანმა ცენტრალური დაცვის წყვილი შეარჩია - ინფორმაციას Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი გაბრიელ სანსი ავრცელებს.
ნიდერლანდელი მწვრთნელი ძირითად შემადგენლობაში ჟერარ პიკესა და რონალდ არაუხოს ჩასმას აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ცაცია არცერთი მათგანი არ არის. როგორც წესი, ამ კომპონენტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
მიმდინარე სეზონში კუმანმა საკადრო პრობლემების გამო დაცვაში სამუელ უმტიტის, კლემან ლანგლესა და სხვა ფეხბურთელების მონაწილეობით არაერთი წყვილი გამოსცადა, მაგრამ კარგი შთაბეჭდილება ვერცერთმა დატოვა.
პიკე-არაუხოს დუეტი "სევილიასთან" "კამპ ნოუზე" გამართულ მატჩში ვიხილეთ, რომელიც 1-1 დასრულდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]