სეზონში პირველად - რონალდ კუმანის განკარგულებაში 5 ცენტრალური მცველია
მიმდინარე სეზონში პირველად რონალდ კუმანის განკარგულებაში 5 ცენტრალური მცველი იქნება. ნიდერლანდელ სპეციალისტს ცენტრალური დაცვის დუეტის არჩევისას ასეთი ფუფუნება ჯერ არ ჰქონია.
შეგახსენებთ, რომ გუნდს რონალდ არაუხოც დაუბრუნდა, რომელმაც ვარჯიშები განაახლა.
ამ სეზონში ჩატარებულ 37 შეხვედრაში კუმანმა სულ ცენტრალური დაცვის 11 კომბინაცია სცადა. ამ კომბინაციებიდან ყველაზე ხშირად პიკე-ლანგლესა და არაუხო-ლანგლეს დუეტს ვხედავდით. ორივე წყვილს შანსი 10-10-ჯერ მიეცა.
"სევილიასთან" მატჩში ნიდერლანდელს ორი უძლიერესი მცველის, ჟერარ პიკესა და რონალდ არაუხოს ერთად გამოყენება შეეძლება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]