ტოდიბო: "ბარსელონა"? დღეისათვის "ნიცას" ფეხბურთელი ვარ
"ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი ცენტრალური მცველი ჟან-კლერ ტოდიბო, რომელიც, ამჟამად, ფრანგულ "ნიცაში" იჯარით ირიცხება, აცხადებს, რომ კატალონიურ კლუბში დაბრუნებაზე არ ფიქრობს.
არ ვიცი, რა იქნება მომდევნო სეზონში, მაგრამ "ნიცაში" დარჩენის ამბიცია მაქვს. იმედი მაქვს, აქ დავრჩები.
ჩემი თამაშის დონე განსაზღვრავს, დავრჩები თუ არა აქ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მომავალ თამაშებზე ფოკუსირებაა. არსებობს მატჩები, რომლებშიც ქულებს მოვიპოვებთ. დღეისათვის "ნიცას" ფეხბურთელი ვარ და არა "ბარსელონასი".
"ბარსელონას" მდგომარეობა? ვერ მოგატყუებთ - არ მაინტერესებს, რა ხდება კატალონიურ კლუბში. ზოგჯერ ვუყურებ მატჩებს, რომლებშიც ჩემი ფრანგი თანაგუნდელები თამაშობენ [ლანგლე, უმტიტი, გრიზმანი, დემბელე]. თვალს მხოლოდ მათ ვადევნებ, რადგან მეგობრებად მივიჩნევ.
- ტოდიბოს ამ სიტყვებს AS ციტირებს.
ტოდიბომ მიმდინარე სეზონის ნახევარი "ბენფიკაში" გაატარა. 21 წლის მცველმა პორტუგალიურ კლუბში ფეხი ვერ მოიკიდა, რის გამოც მან იანვარში "ნიცას" მიაშურა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]