შროიდერი: პიკეს, მესისა და ბუსკეტსს მოგება ბავშვებივით უხაროდათ
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ალფრედ შროიდერი კლუში არსებულ ვითარებას აფასებს, ლიდერებს აქებს და ახალგაზრდებს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.
რა თქმა უნდა, ეს ის "ბარსელონა" აღარაა, რომელიც 7-8 წლის წინ იყო. თუმცა გუნდი პროგრესს განაგრძობს. "ლა მასიადან" ტალანტები წამოვიდნენ და კიდევ უფრო მეტი წამოვა.
მესის, პიკესა და ბუსკეტსის მსგავს ფეხბურთელებს ყველაფერი მოგებული აქვთ, მაგრამ "სევილიასთან" გამარჯვება მათ მაინც ბავშვებივით უხაროდათ. იგრძნობა, რომ გუნდში ენერგია არის.
მესი? ეს კვირა ჩვეულებრივი იყო - ვვარჯიშობდით, რა დროსაც პიკესთვის რაღაცის ახსნა დავაპირე. ის დიდი ხნის განმავლობაში ტრავმას მკურნალობდა და ჩვენთან ერთად მუშაობას მიჩვეული არ იყო. ამ დროს მესი შემოგვიერთდა და მითხრა: "ალფრედ, არ გინდა, მე მას უკვე ავუხსენი."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]