ბარსელონამ ოსასუნას სძლია | საუკეთესო მომენტები

ბარსელონამ ოსასუნას სძლია | საუკეთესო მომენტები

ცოტა ხნის წინ დასრულდა ლა ლიგის 26-ე ტურის შეხვედრა, რომელშიც კატალონიის "ბარსელონამ", ძალების დაზოგვით, სტუმრად "ოსასუნა", ანგარიშით, 2-0 დაამარცხა.

მატჩში ანგარიში 30-ე წუთზე, ლიონელ მესის ბრწყინვალე საგოლე პასის შემდეგ, ჟორდი ალბამ მეკარისგან ახლო კუთხეში უძლიერესი დარტყმით გახსნა და "ბარსამ" პირველი ნახევარი მინიმალური სხვაობით მოიგო.

მეორე ტაიმში, "ელ სადარზე" მოვლენები მსგავსი სცენარით წარიმართა და საბოლოოდ, შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 7 წუთით ადრე, სერხიო ერერას კარი შეცვლაზე შემოსულმა 18 წლის "ლა მასიელმა", ილაიშ მორიბამ აიღო, არგენტინელმა ლეგენდამ კი მეორე ასისტი მიითვალა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Bobi
    სტუმარი [?]
    #7 7 მარტი 2021 12:21
    0
    ახლა უკვე რეალის მოგება ან ფრეც კარგი იქნება
    რა დღე დამიდგა, რეალის მოგებას უნდა ჩავუჯდე
    Araujo
    სტუმარი [?]
    #6 7 მარტი 2021 11:40
    0
    პედრის ის პასი მესიზე 😍
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 7 მარტი 2021 11:15
    0
    ციტატა: me da barca
    ალბამ მეკარეს კინაღამ თავი წააძრო.
    2 გოლი და ორივე მარცხენათი გავიდა.

    თუ დააკვირდით, მეკარემ მოასწრო და თავი გასწია გვერდზე, თორემ მართლა წააძრობდა თავს.
    Always cule
    სტუმარი [?]
    #4 7 მარტი 2021 10:24
    1
    მორიბას გოლი ყველაზე მეტად მიხარია
    ბასქუ10
    სტუმარი [?]
    #3 7 მარტი 2021 10:16
    0
    ალბას ის მეორეც რო გაეტანა ძაან მაგარი იქნებოდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 7 მარტი 2021 02:28
    3
    ალბამ მეკარეს კინაღამ თავი წააძრო.
    2 გოლი და ორივე მარცხენათი გავიდა.
    Culé [?]
    #1 7 მარტი 2021 02:25
    4
    ხვალ რეალის მოგება ან ფრე გაასწორებდა მაგრა👌🏻