ემერსონს აცნობეს, რომ მომდევნო სეზონში "ბარსელონაში" ითამაშებს
ახალგაზრდა ბრაზილიელი მარჯვენა მცველი ემერსონი მომდევნო სეზონში "ბარსელონაში" ითამაშებს.
ემერსონი ამჟამად "ბეტისში" თამაშობს, მაგრამ მისი სატრანსფერო უფლებების ნაწილი "ბარსას" ეკუთვნის. კატალონიელებს უფლება აქვთ ზაფხულში ფეხბურთელი 9 მილიონ ევროდ შეიძინონ. თუ "ბლაუგრანა" ამ უფლებას არ გამოიყენებს, ემერსონის სატრანსფერო უფლებების 100%-ით გამოსყიდვის უფლება უკვე "ბეტისს" ექნება.
Goal-ის ცნობით "ბარსამ" ფეხბურთელის გამოსყიდვა გადაწყვიტა. ეს გასაკვირი არაა იმის გათვალისწინებით, თუ როგორ თამაშობს ბრაზილიელი "ბეტისში". აქამდე არსებული ინფორმაციით, "ბარსა" სამხრეთ ამერიკელის უფრო ძვირად გაყიდვას აპირებდა, მაგრამ წყაროს ცნობით კატალონიელებმა ფეხბურთელს აცნობეს, რომ მისი გუნდში დატოვება იგეგმება. გამონაკლისი იქნება შემთხვევა, თუ "ბლაუგრანა" ძალიან სარფიან წინადადებას მიიღებს.
ემერსონი "ბეტისში" მე-2 სეზონს ატარებს. სევილიური გუნდის მაისურით მან 69 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 10 თანაგუნდელებს გაატანინა.
გავრცელებული ინფორმაციით ემერსონის დამატების სურვილს "პარი სენ-ჟერმენი" გამოთქვამს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]