"ბარსელონა" ემერსონის გასაყიდად მზადაა
Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" მზადაა ზაფხულში ბრაზილიელი მარჯვენა მცველი ემერსონი გაყიდოს.
"ბარსას" ემერსონის სატრანსფერო უფლებების ნაწილი ეკუთვნის. 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი "ატლეტიკო მინეიროლდან" 2019 წლის ზაფხულში "ბარსელონამ" და "ბეტისმა" ერთობლივად განახორციელეს, რის შემდეგაც მოთამაშე სწორედ "ბეტისში" ჩაირიცხა. მათ დაახლოებით 6-6 მილიონი ევრო გადაიხადეს. კატალონიელებს ზაფხულში ემერსონის 9 მილიონად გამოსყიდვის უფლება აქვთ, თუმცა, როგორც ჩანს, "ბლაუგრანა" მის გაყიდვას გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ემერსონით დაინტერესებულია ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი". MD-ს ცნობით, "ბარსამ" ფეხბურთელს პსჟ-სთან მოლაპარაკებების ნება დართო. "ბლაუგრანაში" მიიჩნევენ, რომ მარჯვენა მცველის საჭიროება აღარ დგას და ამ პოზიციაზე სერჟინიო დესტის, სერჟი რობერტოსა და ოსკარ მინგესას სახით გუნდში საკმარისი მოთამაშეები იმყოფებიან.
იგივე წყარო იტყობინება, რომ "ბარსელონას" ბრაზილიელის გაყიდვა დაახლოებით 25 მილიონ ევროდ უნდა. სატრანსფერო თანხის 50%-ს "ბეტისი" მიიღებს.
ემერსონის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 28 თამაში, 2 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]