ლაპორტას "კლასიკოები" - რონალდინიოს აპლოდისმენტები და ტრიუმფალური 6-2

ლაპორტას "კლასიკოები" - რონალდინიოს აპლოდისმენტები და ტრიუმფალური 6-2

ჟოან ლაპორტა პრეზიდენტის რანგში უკვე მეორედ უხელმძღვანელებს "ბარსელონას", შაბათს გასამართი "ელ კლასიკო" კი მისთვის პირველი იქნება დიდხნიანი პაუზის შემდეგ. ლაპორტა კლუბის პრეზიდენტის თანამდებობას 2003-2010 წლებში იკავებდა, ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი დასამახსოვრებელი "კლასიკო" და გამორჩეული მომენტები იყო.

ლაპორტას პირველ "კლასიკო" მარცხით დასრულდა.  "ბლაუგრანამ" თამაში 1:2 დათმო. 2005 წლის 19 ნოემბერს კი "ბარსელონასა" და "რეალს" შორის ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება გაიმართა. კატალონიელებმა შეხვედრა 3:0 მოიგეს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეკრებილი ქომაგი კი რონალდინიოს ფეხზე წამოუდგა და აპლოდისმენტებით დააჯილდოვა. 

"სასიამოვნო და საამაყოა, როცა მეტოქე გუნდის ქომაგები შენს თამაშს აღიარებენ. ეს იმ მატჩთაგანი იყო, რომელიც არ გინდა დასრულდეს", - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Marca.

ტრიუმფალური 6:2

ლაპორტას პრეზიდენტობის პერიოდში ალბათ, ყველაზე დასამახსოვრებელი "რეალის" კარში გატანილი 6 გოლი იყო. პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით კატალონიელებმა "სანტიაგო" ბერნაბეუზე 6 გოლის გატანა შეძლეს. სტადიონზე შეკრებილი 80 000 მაყურებლის წინაშე "ბლაუგრანამ" საფეხბურთო სანახაობა დადგა. ლიონელ მესიმ და ტიერი ანრიმ დუბლი შეასრულეს, თითო გოლი კი კარლეს პუიოლმა და ჟერარ პიკემ გაიტანეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 10 აპრილი 2021 21:55
    0
    დაგაჯდა სიკვდილის ბუზი, შე ბებერო მაფიოზო?! მოიდა ლაპორტაა...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 10 აპრილი 2021 01:58
    0
    რეალთან დააყენა გვარდიოლამ ლეო პირველად ცრუ ცხრიანად
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 აპრილი 2021 01:00
    0
    როგორ გაგძუკნეთ ხედავ შე ბებერო? ამას ეუბნება ყურში ლაპორტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 აპრილი 2021 22:31
    0
    ლაპორტა რეალია კოშმარია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 აპრილი 2021 20:32
    1
    კარგი შედეგი იქნება ფრე, თუ გავითვალისწინებთ ატლეტიკოს სტუმრობას კამპ ნოუზე.