"ბარსელონა" დავინსონ სანჩესით დაინტერესდა
"ბარსელონა" ცენტრალური დაცვის გაძლიერებას გეგმავს და ერთ-ერთ ვარიანტს ნისლიან ალბიონზე მიაგნო.
ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, კატალონიელები "ტოტენჰემის" ცენტრალური მცველით, დავინსონ სანჩესით დაინტერესდნენ. "ბარსას" 24 წლის კოლუმბიელი უკანახაზელის გაფორმება მისი "აიაქსში" თამაშის პერიოდშიც სურდა.
სანჩესის კონტრაქტი "დეზებთან" 2024 წლამდე მოქმედებს, პორტალი Transfermarkt კი მას 35 მილიონ ევროდ აფასებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]