„ბარსელონა“ დავინსონ სანჩესს აკვირდება
"ბარსელონას" სურს მომავალი სეზონისთვის დაცვის გაძლიერება, რადგან კლუბს, სავარაუდოდ, ჟერემი მატიე დატოვებს. "ბარსელონა" დავინსონ სანჩესით ინტერესდება - ფეხბურთელით, რომელიც 20 წლისაა, თამაშობს "აიაქსში" და კოლუმბიის ნაკრებში.
Cadena SER-ის ინფორმაციით, "აიაქსი" ფეხბურთელს 25 მილიონად აფასებს. "ბარსელონა" სანჩესში უმტიტის სამომავლო პარტნიორს ხედავს.
სანჩესს საკლუბო დონეზე დებიუტი "ატლეტიკო ნასიონალში" ჰქონდა 2014 წელს. ამის შემდეგ, ის იქ 2 სეზონი დარჩა და "აიაქსს" შეუერთდა 5 მილიონ ევროდ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]