"ბარსელონა" ჟერომ ბოატენგით დაინტერესდა
გერმანული Bild-ის ცნობილი ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი, "ბარსელონას" სატრანსფერო გეგმებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. მისი ცნობით, კატალონიელები მიუნხენის "ბაიერნის" მცველის შეძენით ინტერესდებიან.
"ბარსას" ჟერომ ბოატენგის დამატება სურს, რომელსაც სეზონის ბოლოს "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი ეწურება.
ფალკის ინფორმაციით ბოატენგის თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბირებას "ტოტენჰემიც" ეცდება.
32 წლის ფეხბურთელი "ბაიერნის" წევრი 2011 წლიდანაა. მას ბავარიული კლუბის მაისურით 355 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]