დიეგო სიმეონეს კომენტარი ელ კლასიკოზე

დიეგო სიმეონეს კომენტარი ელ კლასიკოზე

ლა ლიგის სატურნირო ცხრილის ამჟამინდელი ლიდერის, მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ დღეს გასამართ "ელ კლასიკოსთან" დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

რა თქმა უნდა, ამ მატჩს ვნახავთ. ეს მსოფლიო დონის შეხვედრაა, რომელსაც თვალს ყველა მიადევნებს. ერთმანეთს დაუპირისპირდება ორი ძლიერი გუნდი, რომლებმაც სეზონი ცუდად დაიწყეს, მაგრამ ახლა ისინი ძალიან კარგ ფორმაში იმყოფებიან.

"ელ კლასიკოს" შედეგი ჩვენთვის ბევრს არაფერს შეცვლის. ჩვენი მიზანია, შევეცადოთ "ბეტისის" დამარცხებას, რომელიც ბოლო დროს კარგად გამოიყურება.

- ციტირებს სიმეონეს სიტყვებს Mundo Deportivo.

ამ დროისთვის ესპანეთის ჩემპიონატში "ატლეტიკოს" 66 ქულა აქვს. მას 1 ქულით "ბარსელონა" ჩამორჩება, შემდეგ კი 63 ქულით "რეალი" მოდის.

"ბარსასა" და "რეალის" დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 11 აპრილი 2021 15:34
    0
    ბეტისმა ფრეც რო გააგოროს ატლეტიკოს გარდა ნაწყენი არავინ დარჩება, მეტიც უსუარესო ატლეტიკოსთვის ფრეც კარგი შედეგი მგონია
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 10 აპრილი 2021 19:41
    0
    ამას ბარსას მოგება ყველაზე ნაკლებად აწყობს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 10 აპრილი 2021 19:19
    2
    ხვალ გატეხავს ატლეტიკო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    MaMba024
    სტუმარი [?]
    #4 10 აპრილი 2021 18:53
    0
    დღეს დიდი დღეა...დიდი!!!
    DE PE FA
    სტუმარი [?]
    #3 10 აპრილი 2021 18:36
    2
    ციტატა: Griezzy7
    ეს ნაჯახები ხვალ ბეტისთან უეჭველი დაკარგავენ ქულებს :)

    ყველაფრის ფასადაა მოსაგები დღევანდელი მატჩი.იმედია გრიზმანს სასტარტოში არ დააყენებს და 3 4 3 არ ითამაშებს ბატონი თავგასიებული😎
    Culé [?]
    #2 10 აპრილი 2021 17:55
    3
    ისე ამან ბარსას წაგებაზე არ უნდ აიოცნებოს , რეალთამ აღარ უწევს თამაში და თუ მოიგო რეალმა და ბარსამ ამათ ქულა რო წაართვას წააგებენ ლალიგას ასე რო ჯობია ბარსას უგულშემატკივროს და თუ რამი თავი აქ მოვიდეს და ბარსას მოუგოს მერე , მაგრამ დღეს ბარსა მოიგებს და ამათაც გადაუხსნის სახეს
    გულშემატკივარი [?]
    #1 10 აპრილი 2021 17:45
    0
    არაფერს შეცვლისო, არადა ლოცულობს ბარსამ წააგოს))