ილაიშ მორიბა პირველ გუნდში დარჩება
ილაიშ მორიბა დღეს "ბარსელონას" სარეზერვო გუნდს, რომელსაც ოფიციალურად ეკუთვნის, არ დაეხმარება. ინფორმაციას კატალონიური Sport ავრცელებს.
გადაწყვეტილება რონალდ კუმანმა მიიღო: "ბარსას" მთავარი მწვრთნელი "ელ კლასიკოში" ახალგაზრდა ნახევარმცველის თამაშით აღფრთოვანებული კიდევ ერთხელ დარჩა და სურს, ამ კვირაში თავად ავარჯიშოს.
პირველი გუნდის გუშინდელი შემადგენლობიდან "ბარსა ბ-ს" "იბიცასთან" მატჩისთვის მეკარე არნაუ ტენასი შეუერთდება.
18 წლის მორიბამ "რეალის" კართან სახიფათო მომენტების შექმნის გარდა თავი ლიდერის თვისებებითაც გამოიჩინა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]