"ბარსელონა" აკვირდება გასტონ რამირესს

"ბარსელონა" აკვირდება გასტონ რამირესს

კატალონიური გაზეთის "სპორტის" განცხადებით, "ბარსელონა" აკვირდება 20 წლის ურუგვაელ ნახევარმცველს, რომელიც ამჟამად იცავს "ბოლონიას" ღირსებას.

 

კატალონიელი სკაუტები ამ სეზონის განმავლობაში, რამდენჯერმე დაესწრნენ "ბოლონიას" მატჩებს, სადაც იმედის მომცემმა ურუგვაელმა ნახევარმცველმა, გასტონ რამირესმა მათზე დიდი შთავეჭდილება მოახდინა. რამირესი "ბოლონიაში" 2010 წლის ზაფხულის ტრანსფერზე გადავიდა პენაროლის ახალგაზრდული აკადემიიდან და აღსანიშნავია, რომ იგი შესანიშნავად შეეწყო ახალ კლუბს და როგორც ჩანს, ადაპტაცია არ გასჭირვებია.

 

რამდენიმე ევროპული ტოპ კლასის გუნდი დაიტერესებულია 20 წლის ტალანით: "მილანი", "ინტერი" და "ვილიარეალი". აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფეხბურთელი საკმაოდ ძვირადღირებულია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კონტრაქტი "ბოლონიასთან" 2015 წლამდე აკავშირებს, მაგრამ კლუბები ბოლომდე იბრძოლებენ ურუგვაელისთვის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.