ბოიანი ბელარუსიის წინააღმდეგ მატჩში დაშავდა
გავლენიანი კატალონიური გაზეთი "სპორტი", აცხადებს, რომ 20 წლის ბოიან კრკიჩმა, მიიღო ტრავმა ამხანაგურ მატჩში, რომელშიც ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრები მასპინძლობდა ბელარუსიის 21 წლამდელდა ნაკრებს.
ბელარუსიელმა ფეხბურთელმა, ვერტილო ჰაშლიმ, ვარდნაში, ტრავმა მიაყენა სერბი წარმოშობის კრკიჩს. ეს ყველაფერი მატჩის დაწყებიდან ძალიან მალე მოხდა, მაგრამ ბოიანს პირველი ტაიმის ბოლომდე მიყვანა შეეძლო, მაგრამ მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს ითხოვა შეცვლა. ესპანეთის 21 წლამდელდა ნაკრების მწვრთნელმა, ლუის მილიამ მის ნაცვლად მოედანზე იკერ მუნიუაინი შემოიყვანა. სამშაბათს, როცა კრკიჩი დაბრუნდება "ბარსელონაში", დაუდგინდება ტრავმის სიმრთულე და შედმეგ გამოქვეყნდება სამედიცინო დასკვნა. ბოიანის დაბრუნების შემდეგ, სამწვრთნელო შტაბი, გაარკვევს, ადვილად განსაკურნებელია ტრავმა, რთულად თუ კიდევ უარესად.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]