ბოიანი და მაქსველი მზად არიან

ბოიანი და მაქსველი მზად არიან

როგორც იცით, "ბარსელონას" მცველს, მაქსველსა და თავდამსხმელს, ბოიან კრკიჩს, ტრავმა ჰქონდათ. ისინი სრულად განიკურნენ და მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ხვალინდელ მატჩში "ლევანტეს" წინააღმდეგ.

 

ბოიან კრკიჩს ცუდი დიაგნოზი დაუსვე, რომლის თანახმადაც სერბი წარმოშობის ფეხბურთელი ვეღარ იასპარეზებდა მიმდინარე სეზონში, თუმცა ბოიანმა ყველაფერი გააკეთა გამოსაჯანრმთელებლად და იგი მზადაა "ლევანტეს" წინააღმდეგ სათამაშოდ.

 

მართალია მაქსველი გუშინ დაუბრუნდა ვარჯიშს, თუმცა ისიც სრულ მზადყოფნაშია "ბარსელონას" დასახმარებლად. "ბლაუგრანას" კაპიტანი, კარლეს პუიოლი, ინდივიდუალური ვარჯიშებითაა დაკავებული. მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ, რათა კარლესი სრულად გამოჯანმრთელდეს "უემბლის" ფინალამდე. მოგეხსენებათ ამ მატჩში "ბარსელონას" მეტოქე ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედი" იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.