ლიონელ მესიმ Sinovac-ის დირექტორებს მაისურები გაუგზავნა
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ის ვაქცინის პრობლემაა, CONMEBOL-მა 50 000 ვაქცინის დონაცია მოახერხა, რომელიც კოპა ამერიკაზე მონაწილე ფეხბურთელებისთვისაა განკუთვნილი. ასევე, აიცრებიან სამხრეთ ამერიკაში საკლუბო დონეზე მოასპარეზე მოთამაშეები.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხში დიდი წვლილი ლიონელ მესიმ შეიტანა - "ლა პულგამ" შეიტყო, რომ ჩინეთის ფარმაცევტული კომპანიის, Sinovac-ის დირექტორები მისით აღფრთოვანებულნი არიან, რის გამოც მათ, თავისი ხელმოწერით, 3 მაისური გაუგზავნა.
ამის შესახებ ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად ფეხბურთის გენერალური მდივნის მოადგილისა და სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის (CONMEBOL) განვითარების დირექტორი, გონსალო ბელოსო გვამცნობს: "ის ჩვენი მიღწევის ნაწილია", - წერს არგენტინელი Twitter-ზე.
ლეოსა და ზემოხსენებულ კონფედერაციას შორის არცისე დიდი ხნის წინ არსებული უთანხმოების გათვალისწინებით, ლეგენდარული ფეხბურთელისგან ეს ნამდვილად კარგი ჟესტია. ბრაზილიაში ჩატარებული 2019 წლის კოპა ამერიკის მსაჯობით უკმაყოფილო მესიმ განაცხადა, რომ "ამ კორუფციის ნაწილი არ უნდა ვიყოთ".
50 000 ვაქცინაზე ცნობილი დღეს გახდა. CONMEBOL-ის პრეზიდენტის, ალეხანდრო დომინგესის განცხადების თანახმად, ვაქცინის შეძენაში მთავარი როლი ურუგვაის პრეზიდენტს, ლუის ლაკალე პოუს აქვს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]