"ბარსელონა" მოწევის წინააღმდეგ
"ბარსელონას" მესვეურებმა იდეა ძალაში მოიყვანეს. მათ აკრძალეს თამბაქოს მოწევა "კამპ ნოუს" ტერიტორიაზე.
საბოლოო გადაწყვეტილებამდე "ბლაუგრანას" ხელისუფლებამ გამოკითხვა ჩაატარა, ეთანხმებოდნენ თუ არა ფანები ამ კანონს. "ეს კანონი აუცილებელი იყო ჩვენი კლუბისთვის". კომენტარი გააკეთა ამასთან დაკავშირებით ერთ–ერთმა დირექტორთა საბჭოს წევრმა, ხორდი მონესმა.
"ბარსას" პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა კი თავის მხრივ დაურთო, რომ თუ ფანები მხარს დაუჭერდნენ მათ, შემდეგ მატჩებში უკვე დაინიშნებოდა შესაბამისი კამპანია და იზრუნებდნენ არამწველთა ჯანმრთელობაზე.
ამ ჟესტით, "ბლაუგრანამ" ერთის მხრივ მხალი დაუჭირა, კანონს, რომელიც გამოვიდა ამა წლის 2 იანვარს და ითვალისწინებს თამბაქოს მოხმარების აკრძალვას სტადიონებზე. მთელ ესპანეთში იკრძალება ამგვარი ქმედება, ყველანაირ დაკეტილ ზონაში: რესტორნებში, ბარებში და ღამის კლუბებში (აქ რატო ვერ ვხვდები ავტ.). განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ისეთ ადგილებს, სადაც დიდი სიმრავლით არიან ბავშვები: სკოლები, საბავშვო ბაღები, ჰოსპიტალები და კორტები.
ევროპის რამდენიმე გუნდში უკვე დიდი ხანია იკრძალება მოწევა: "აიაქსში", "ბაიერ ლევერკუზენში" და ყველა დანარჩენ ინგლისურ კლუბში. ეს კი ვიდეო, რომელიც გადაიღო "ბარსას" უფროსობამ:
[media=http://www.youtube.com/watch?v=5lZuOBL9wAc]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]