"ბარსელონა" დანი ოლმოთი დაინტერესდა
"ბარსელონა" "ლაიფციგის" გარემარბის, დანი ოლმოს დაბრუნებით დაინტერესდა, იტყობინება Diario Sport.
წყაროს ინფორმაციით, ჟოან ლაპორტას მოსვლამ 22 წლის ესპანელი მოთამაშის მიმართ კატალონიური კლუბის ინტერესი გააცოცხლა. გავრცელებული ცნობებით, "ბარსა" ოლმოს გაფორმებას 2020 წლის იანვარში ცდილობდა, მაგრამ ამის ნაცვლად "ბლაუგრანამ" ფრანსიშკუ ტრინკაუს შეძენა არჩია.
დანი ოლმო, რომელიც როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა შემტევ ნახევარმცველად თამაშობს, შესაძლოა, ფილიპე კოუტინიოს შემცვლელი გახდეს, რომელიც, სავარაუდოდ, "ბარსელონას" დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ ოლმო 2007-2014 წლებში "ლა მასიაში" ირიცხებოდა, შემდეგ კი ზაგრების "დინამოში" გადავიდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]