ტორესის პლატონური სიყვარული ”ბარსელონასადმი”
- ახლა თქვენ ზიხართ მატარებელში, სახელად ”ჩელსი”. რამდენჯერ ჩაიარა თქვენს გვერდით ”ბარსას” მატარებელმა?
- არასოდეს. ძალიან ბევრი საუბარი იყო ამის შესახებ, თუმცა არასდროს არაფერი ყოფილა. მე ყოველთვის კარგი დამოკიდებულება მქონდა ”ბარსელონასთან”, როგორც პირადი, ასევე პროფესიონალური თვალსაზრისით.
- ”ატლეტიკოში” მოღვაწეობის დროს თქვენ განაცხადეთ, რომ ერთადერთი ესპანური გრანდი, რომელშიც თამაში გსურდათ, იყო ”ბარსა”.
- უდავოდ. მე ვგრძნობდი, რომ მაფასებდნენ და ვუყვარდი და ”კამპ ნოუზე” ყოველთვის ვამჩნევდი პატივისცემასა და აღფრთოვანებას. დაახლოებით იგივეს ვგრძნობ თავად მე ამ კლუბის მიმართ, თუმცა ვთვლი, რომ ჩემი აღფრთოვანება ”ბარსათი” გაცილებით ძლიერია. და ამას მხოლოდ ახლა არ ვამბობ, ვინაიდან ძლიერით აღფრთოვანება მარტივია. როდესაც ”ბარსას” ჰქონდა პრობლემები და ”რეალი” იმარჯვებდა, მე მაშინაც აღფრთოვანებული ვიყავი ”ბარსათი”. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე რაიმე სახის შემოთავაზებები მქონდა ან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ”ბარსა” - ეს არის კლუბი, რომელიც უკიდურესად სამართლიანად უძღვება საქმეებს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით განსაზღვრულ შესაძლებლობებზე, არაფერი გამოვიდა. როცა ”ატლეტიკოში” ვთამაშობდი, მოლაპარაკებები ვერ წარიმართებოდა, ვინაიდან ეს ესპანური კლუბი იყო. ხოლო ”ლივერპულიდან” გადასვლაზე არ მიფიქრია. ასე რომ, არასოდეს ყოფილა რაიმე სერიოზული.
- თქვენს მიმართ ასეთი ინტერესები გიმაღლებთ თუ არა თვითშეფასებას?
- რა თქმა უნდა, როცა ”ბარსელონა” იჩენს შენს მიმართ ინტერესს, ამაზე მეტად რა უნდა გინდოდეს? როდესაც ისეთი კლუბი, როგორიც ”ბარსელონაა”, შენს სახელს ახსენებს სხვებთან ერთად და შენს შეძენაზე ფიქრობს, ეს შთამბეჭდავია. ეს გაძლევს სიამაყის საბაბს და გიმაღლებს თვითშეფასებას.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]