"გეგმა ბ არ მქონდა" - მარტინ ბრეითუეიტის ინტერვიუ

"გეგმა ბ არ მქონდა" - მარტინ ბრეითუეიტის ინტერვიუ

"ბარსელონას" დანიელმა ფორვარდმა, მარტინ ბრეითუეიტმა, CNN-თან ინტერვიუ ჩაწერა და საინტერესო თემებზე ისაუბრა. 

დრო, რომელიც ეტლში გავატარე? ამასთან დაკავშირებით ბევრ მოგონებას არ ვინახავ, ძალიან ცუდი პერიოდი იყო. წარმოიდგინეთ, უყურებთ, როგორ თამაშობენ სხვა ბავშვები, დარბიან, იცინიან... ჩემთვის ეს რთული იყო. 
მახსოვს, სირცხვილის გრძნობა მქონდა, რადგან განსხვავებული ვიყავი. სასიამოვნო არაა, როცა ყურადღებას ამით იპყრობ. 

მარტინი სიარულს 5-დან 7 წლამდე კუნთების დაავადების გამო ვერ ახერხებდა, რასაც, შეიძლებოდა, მძიმე შედეგი მოჰყოლოდა. 

ყოველთვის მინდოდა, ფეხბურთელი გავმხდარიყავი. სხვა არაფერზე მიფიქრია, გეგმა ბ არ მქონდა. როცა გეგმა ბ არ გაქვს, მიზანზე კონცენტრირებაში ხელს ვერაფერი გიშლის. 
დანიაში თავმდაბალი ხალხი ცხოვრობს, მათ დიდი ოცნებები არ აქვთ. მამაჩემი ამერიკაში გაიზარდა და მეც ჩემი ამერიკული მხარის თვისებებს ვავლენ: ვოცნებობ, მინდა ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ მსოფლიო დავიპყრო. 
ჩემი შვილი ვარჯიშიდან მომყავდა, როცა აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ "ბარსელონა" იყო დაინტერესებული. მან თქვა, რომ "ბარსას" ჩემი დამატება ძალიან, ძალიან უნდოდა. 
შესანიშნავი გრძნობა იყო, მაგრამ კარგად ვიცი, რომ ფეხბურთში მხოლოდ დაინტერესება არაფერს ნიშნავს. აქედან კონტრაქტის გაფორმებამდე გრძელი გზაა გასავლელი. 
სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ვცდილობდი ამაზე არ მესაუბრა. საერთოდ არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ბევრ საიდუმლოს ინახავს. ყველაფერზე ღიად ვსაუბრობ და როცა სატელეფონო ზარების დამალვა დავიწყე, ჩემი ცოლი ალბათ იფიქრებდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. 
ბოლოს ვუთხარი, რომ მისთვის სიურპრიზი მქონდა, მაგრამ მან უბრალოდ გაიღიმა და მიპასუხა: "ვიცი, რაც უნდა მითხრა..." მოსალოდნელი ტრანსფერის გამო უკვე უამრავი მესიჯი ჰქონდა მიღებული. 
"ბარსელონაში" დაინახეს, რომ იმაზე უფრო მაღალ დონეზე შემეძლო თამაში, ვიდრე მაშინ ვიყავი. მათ მითხრეს, რომ სწორედ ის თვისებები მქონდა, რაც დიდ კლუბში დიდი წნეხის ქვეშ თამაშისთვის იყო საჭირო. როგორც აღმოჩნდა, ისინი მართლები იყვნენ. 
ვფიქრობ, როცა ირგვლივ უმაღლესი კლასის პროფესიონალები გყავს, ეს გიბიძგებს იმისკენ, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინო. ვარჯიშის დროს დეტალებს ვაკვირდები და ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, საოცარია. ვამჩნევ, რომ თამაში გავაუმჯობესე და უფრო მაღალ დონეზე გადავინაცვლე. 

- თქვა ბრეითუეიტმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 18 აპრილი 2021 15:33
    0
    სევილიასთან ფინალში გამყვანი გოლი ამან გაიტანა.ალბათ ყველაზე მაგარი გოლი ეგ იქნება ამის ბარსელონურ კარიერაში
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 17 აპრილი 2021 19:13
    0
    ეს საკუთარ თავზე საუბრობს, თუ სხვა ვინმეზე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 17 აპრილი 2021 17:52
    2
    ეს არც ისე თავმდაბალი ყოფილა როგორც მეგონა. ისე თუ ბავშვობაში ვერ დადიოდა მაინც ყოჩაღ რომ ამდენს მიაღწია.
    Culé [?]
    #3 17 აპრილი 2021 13:01
    8
    ყველამ ვ8ცით ის რომ ეს ბარსას დონის იგროკი არაა. არც ზამენისთვის მინდამ მხოლოდ იმიტომ რომ ბოლომდე იბრძვის ეს იმას არ ნიშნავს რომ მაღალ დონეს თამაშობს. მომწონს მებრძოლი რომაა და წელს უნდა გავყიდოთ მის შესაფერის კლუბში. ბარსას დონე ამას არ აქვს... წარმატებები მომავალ კლუბში.
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 აპრილი 2021 12:20
    2
    შესანიშნავი ზამენაა. იტყივის თავის სიტყვას სადღაც მაინც თუ დატოვებენ რა თქმა უნდა. ჟილკიანია მაგრამ მწვრთნელი არ ენდობა ბოლომდე.
    Culé [?]
    #1 17 აპრილი 2021 12:16
    4
    მართალია მაღალი დონის თავდამსხმელი არ არის თუმცა, ის მომწონს რომ ბოლომდე იბრძვის და იხარჯება.
    --------------------
    NJR ❤