"ბარსელონა" რიკი პუჩის განათხოვრებას აპირებს

"ბარსელონა" რიკი პუჩის განათხოვრებას აპირებს

"ბარსელონა" რიკი პუჩისთვის შესაფერის კლუბს ეძებს. Sport წერს, რომ კატალონიელები ზაფხულში ახალგაზრდა ნახევარმცველის იჯარით გაშვებას აპირებენ. 

პუჩი რონალდ კუმანის რეგულარულ შემადგენლობაში, რომელსაც რამდენიმე მასზე ახალგაზრდა და გამოუცდელი მოთამაშეც ეკუთვნის, ჯერ კიდევ ვერ ხვდება, "ბარსას" ხელმძღვანელები კი მიიჩნევენ, რომ მისი განვითარებისთვის სათამაშო დროის მიღება აუცილებელია. 

21 წლის ფეხბურთელის იჯარაზე საუბარი სეზონის დასაწყისშიც იყო. ამან გულშემატკივრების გაოცება და იდეის ინიციატორი კუმანის მიმართ კრიტიკა გამოიწვია, რის შემდეგაც მწვრთნელი და პუჩის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ რიკი გუნდში დარჩებოდა და თავისი ადგილისთვის ბრძოლას გააგრძელებდა. 

მიმდინარე სეზონში პუჩმა მონაწილეობა 21 მატჩში მიიღო და გუნდს 1 გოლით დაეხმარა. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 18 აპრილი 2021 18:00
    3
    მაინც არ ათამაშებს და იჯარით ჯობია წავიდეს, პრაქტიკა ექნება მუდმივი და იქნებ ფიზიკურადაც გაიზარდოს. ბეღურას გავს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 18 აპრილი 2021 17:24
    7
    კუმანის ბრალია თავიდან ბოლომდე რიკის ამბები შეუკიკინა პედრის გადაწვა და ერთი არ ათამაშა პუჩი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #7 18 აპრილი 2021 16:20
    2
    კუმანის კიდევ ერთი დანაშაული ისაა რომ ბოლომდე ჩაკლა პუჩი და პიანიჩი. ფსიქოლოგიურად გატეხა ორივე. ბუსკეცი ამ ასაკში რატომ უნდა თამაშობდეს ამდენს ან პედრი ვინმე თუ ნორმალურ არგუმენტს მომიყვანს მადლობელი დავრჩები.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 18 აპრილი 2021 16:14
    3
    ალბათ ასე ჯობია.თუ ჩავი მოვიდა დააბრუნებს უეჭველი.მთავარია ისეთ გუნდში გაანათხოვრონ რომელიც აქცენტს შემტევ ფეხბურთზე და ბურთის ფლობაზე აკეთებს.აიაქსი ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #5 18 აპრილი 2021 15:50
    1
    როგორც იქნა პირველი ტიტული თან დაბადების დღის საჩუქარიც გამოვიდა,ცოტა დაგვიანებით,მაგრამ მაინც კარგია :დდ
    Maradona
    სტუმარი [?]
    #4 18 აპრილი 2021 15:12
    2
    ბაიერნმა მაინც წაიყვანოს თუ არ ათამაშებს ავარჯიშებენ მაინც
    ფანი [?]
    #3 18 აპრილი 2021 14:51
    3
    გაყიდონ თუა მყიდველი არ გამოვა ამისგან არაფერი ფიზიკურად ძალიან სუსტია და ასევე დარჩება
    GiorgiGabe99
    სტუმარი [?]
    #2 18 აპრილი 2021 14:50
    6
    აიაქსი ან დორტმუნდი იქნება იდეალური ამისთვის
    Culé [?]
    #1 18 აპრილი 2021 14:49
    5
    გაუშვან აიაქსში აი იდეალური ადგილი იქნება მისთვის და აიაქსიც საკმაოდ გაძლიერდება ესეც განვითარდება ან სიტიში გაუშვან გვარდიოლასთან,წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა გუნდში ეს ცოდოა იმიტორო ტიკი ტაკა არის ამისი სტილი