ევროპის სუპერ ლიგა და ბარსელონა
ცოტა ხნის წინ RMC Sports-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კატალონიის "ბარსელონა" იმ 12 კლუბს შორის იმყოფება, რომელიც ევროპის სუპერლიგის ტურნირის ჩატარებას ემხრობა.
თუმცა, სანდო წყაროს, FApor_elmundo-ს ცნობით, "ბლაუგრანას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტას სუპერ ლიგაზე მონაწილეობის თაობაზე ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. ახლადარჩეული სპეციალისტი აპირებს, რომ შეთავაზებული პროექტი დაწვრილებით განიხილოს.
Gazzetta ირმუნება, რომ UEFA ზემოხსენებული ლიგის ჩატარების წინააღმდეგია და შეტევისათვის ემზადება: კლუბები, რომლებიც ახალ ჩემპიონატს მხარს დაუჭერენ, ჩემპიონთა ლიგიდან მოიკვეთებიან და 60 მილიონი ევროთი დაჯარიმდებიან.
აღნიშნულ თემასთანდ დაკავშირებით FIFA-მ განცხადება 21 იანვარს გააკეთა, სადაც ვკითხულობდით:
abc_deportes-ს ცნობით, FIFA-ს ნებართვის გარეშე სუპერ ლიგა სტარტს ვერ აიღებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]