რონალდ კუმანი ვილიარეალთან მატჩის შემდეგ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა "ვილიარეალთან" მატჩის (1-2) შემდეგ კომენტარი გააკეთა და მისი გუნდის თამაში შეაფასა.
ისე კარგად ვერ გამოვიყურებოდით, როგორც წინა თამაშში, ალბათ, დაღლილობის გამო. დე იონგს ზეწოლის თავიდან ასაცილებლად კარგი მომენტები ჰქონდა, მაგრამ მან შანსები ვერ გამოიყენა. "ვილიარეალმაც" შესანიშნავად ითამაშა.
არასდროს მითქვამს, რომ დუბლის შესრულება შეუძლებელია, მაგრამ, როდესაც ცხრილში ქვედა პოზიციაზე იმყოფები, ვფიქრობ, წინ ნელ-ნელა უნდა წახვიდე. ვნახოთ, რას იზამს "ატლეტიკო" ამაღამ. ლა ლიგის მოგების საუკეთესო გზა თითოეულ თამაშზე კონცენტრირებაა.
უამრავი მატჩის ჩატარება, მგზავრობა, ესპანეთის თასზე დამატებით დროში თამაშები... ვფიქრობ, ჩვენ ვიმარჯვებთ უფრო მენტალიტეტის, ვიდრე შემადგენლობის განახლების წყალობით. ხუთშაბათს კიდევ ძალიან გვიან ვთამაშობთ. გრაფიკი გადატვირთულია. სატელევიზიო განკარგულებებს უნდა დავთანხმდეთ.
მეორე ტაიმში გავისაუბრეთ და ვფიქრობდი, რომ თამაშის გასაკონტროლებლად მზად ვიყავით. გადავწყვიტეთ, ცოტა უკან დაგვეხია და ისე არ გაგვერისკა, როგორც პირველ ნახევარში.
ჩემი აზრით, დე იონგმა, "აიაქსში" ყოფნის პერიოდთან შედარებით, თავისი თავი გააუმჯობესა. ნიდერლანდების ჩემპიონატს ლა ლიგას ვერ შეადარებთ. ფეხბურთელების დონე, ფიზიკური დატვირთვა... წელს ის ძალიან კარგ სეზონს ატარებს.
გრიზმანმა ფანტასტიკური გოლი გაიტანა, რაც მას ასევე თავდაჯერებულობას აუმაღლებს. "ვილიარეალის" გოლზე სწრაფად რეაგირება მნიშვნელოვანი იყო.
ბურთის ფლობა ჩვენი თამაშის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. როდესაც ბურთი არ გვაქვს, პოზიციურად თამაში უნდა გავაუმჯობესოთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]