"ვალენსიასთან" თამაშის მსაჯი ცნობილია | სტატისტიკა

"ვალენსიასთან" თამაშის მსაჯი ცნობილია | სტატისტიკა

მიმდინარე კვირის ბოლოს "ბარსელონა", რომელიც იმედია დღეს, გალიდერდება, ლა ლიგის 34-ე ტურში "ვალენსიას" სტუმრად დაუპირისპირდება. ცოტა ხნის წინ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ამ შეხვედრის არბიტრი დაასახელა.

"მესტალიაზე" გასამართ დაპირისპირებას 37 წლის ხოსე მარია სანჩეს მარტინესი განსჯის.

მარტინესმა მსაჯობა 2010 წელს დაიწყო. ერთი წლის შემდეგ ის უკვე სეგუნდა დივიზიონში მსაჯობდა, 2015 წელს კი მას დებიუტი ლა ლიგაშიც ჰქონდა.

ლა ლიგაში მარტინესს 116-ჯერ უმსაჯია. საშუალოდ ის 5.67 ყვითელ (ყველაზე მაღალი შედეგი ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის) და 0.26 წითელ (მე-9 შედეგი ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის) აჩვენებს.

მარტინესი ლა ლიგის თამაშში საშუალოდ 28.32 ჯარიმას და 0.32 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს.

სანჩეს მარტინესი ყველაზე იშვიათად "ბარსელონას" აჯარიმებს - საშუალოდ 9.75 ჯარიმა მატჩში. მეტოქე "ვალენსიას" კი საშუალოდ 13.18-ჯერ აჯარიმებს.

"ბარსელონას" შეხვედრაში მარტინესს მონაწილეობა 23-ჯერ მიუღია. კატალონიელებმა მატჩების 78% მოიგეს (18 თამაში), რაც ხოსე მარიას კარიერაში ყველაზე მაღალი შედეგია. დანარჩენი 5 დაპირისპირებიდან "ბარსამ" 2 ფრედ დაასრულა და 3 წააგო.

სანჩეს მარტინესმა "ბლაუგრანას" ფეხბურთელი მოედნიდან მხოლოდ ერთხელ გააძევა (ლანგლე, 2 გაფრთხილების გამო), კატალონიელთა სასარგებლოდ კი 6 თერთმეტმეტრიანი დანიშნა. საპირისპიროდ მეტოქის ფეხბურთელს წითელი 6-ჯერ უჩვენა, "ბარსას" კარში კი 5 პენალტი დანიშნა.

სანჩეს მარტინესის მონაწილეობით გამართულ 12 მატჩში "ვალენსიას" 4 მოგება, 3 ფრე და 5 წაგება აქვს. "ღამურების" სასარგებლოდ მან 3 წითელი ბარათი აჩვენა და 1 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, ხოლო საწინააღმდეგოდ 1 წითელი ბარათი აჩვენა და 2 თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 29 აპრილი 2021 23:00
    0
    ეს მაინც მოვიგოთ!
    --------------------
    Nb

    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 29 აპრილი 2021 18:32
    0
    ძლივს ნორმალური მსაჯი გვაღირსეს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 29 აპრილი 2021 17:30
    1
    ყველაზე მეტად ეს მსაჯი მევასება მთელს ესპანეთში
    --------------------
    მეტი, ვიდრე კლუბი! Visca el Barca
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 29 აპრილი 2021 16:41
    1
    მოკლედ მსაჯი ჩვენია. პროცენტებით.