უესკასთან თამაშის მსაჯი ცნობილია
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ლა ლიგის 27-ე ტურის მატჩების მსაჯები დანიშნა და გაირკვა, რომ "ბარსელონასა" და "უესკას" დაპირისპირებას 36 წლის ადრიან კორდერო ვეგა განსჯის.
კორდერო ვეგა 2010 წლიდან მსაჯობს. 2015 წელს ის ესპანეთის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, 2018 წელს კი ამ არბიტრს დებიუტი ლა ლიგაშიც ჰქონდა.
ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში ვეგას მხოლოდ 50-ჯერ უმსაჯია. აქედან 2-ჯერ "ბარსელონას" მატჩში. კატალონიელებმა ორივე ეს შეხვედრა მოიგეს - "ალავესთან" სტუმრად 2-0 და "ლევანტესთან" შინ 2-1. პირველ შემთხვევაში, ხელით თამაშის გამო, კორდერომ "ბარსას" სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ლუის სუარესმა გამოიყენა.
"უესკას" მატჩში ვეგას 15-ჯერ უმსაჯია. არაგონელებმა 3 შეხვედრა მოიგეს, 6 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს. ამ არბიტრმა "უესკასაც" 2 ფეხბურთელი გაუძევა და მეტოქე გუნდებსაც. ზუსტად ასეთი შედეგია თერთმეტმეტრიანების შემთხვევაშიც.
კორდერო ვეგას, თანამემამულე არბიტრებთან შედარებით, ბარათების ჩვენება არ უყვარს. ის მატჩში საშუალოდ 4.56 ყვითელ ბარათს აჩვენებს, რაც ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის მე-19 შედეგია. წითელ ბარათს კი ვეგა თამაშში საშუალოდ 0.22-ჯერ აჩვენებს, რაც მე-16 შედეგია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]