ვილანოვა: "ბარსელონა" დოპინგს ბურთს უკეთებს"
კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას ასისტენტმა, ტიტო ვილანოვამ ცინიკური განცხადება გააკეთა დოპინგ–ტესტთან დაკავშირებით, როდესაც "უეფას" ოფიციალურმა პირებმა გასინჯეს "ლურჯ–ბროწეულისფერთა" ფეხბურთელები. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "მარკა".
აღსანიშნავია, რომ რადიოსადგურ "COPE"–ს მადრიდიდან ხმა მიუვიდა იმასთან დაკავშირებით, რომ კატალონიელი ფეხბურთელები იყენებდნენ დოპინგს. ამასთან დაკავშირებით ითხოვდნენ საჭირო გამოკვლევებს, რის შედეგადაც "უეფას" ოფიციალური პირები ეწვივნენ "ბლაუგრანას". მადრიდელი ექიემები კატალონიელებს "საეჭვო რეპუტაციის მქონე ექიმებს" ეძახდნენ.
"დიახ ჩვენ ვხმარობთ დოპინგს, მაგრამ არამარტო ფეხბურთელები, ჩვენ ჯერ ბურთით ვიწყებთ. ვუკეთებ ბურთს დოპინგს რათა სწრაფად იმოძრაოს და სწრაფი შეტევები განახორციელონ კატალონიელებმა. ეს წამალი გავუკეთეთ მსაჯებსაც და ლა ლიგის ცხრილსაც, რათა ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ ყოფილიყო. სწორედ ამიტომ არის "ბარსელონა" დაუმარცხებელი, რომ იყენებს ყველა და ყველაფერზე დოპინგს". ცინიკური განცხადება გააკეთა პეპ გვარდიოლას ასისტენტმა, ტიტო ვილანოვამ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]